დღეს EEU-ს ფუტსალის გუნდის წევრებს შორის მეგობრული შეხვედრა გაიმართა. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა, ფუტსალის გუნდის წევრებსა და მწვრთნელებს “სტუდენტური ლიგა ფუტსალში 2017-ის” პირველი ლიგის გამარჯვება და უმაღლეს ლიგაში წარმატებულად გადასვლა მიულოცა. რექტორმა, უნივერსიტეტის სახელით, გუნდის წევრებსა და მწვრთნელებს მედლები და მთავარი ჯილდო – თასი გადასცა.
დღევანდელი მატჩი სეზონის ბოლო თამაში გახლდათ. EEU-ს ფუტსალის გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშს სექტემბრიდან განაგრძობს.