სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის“ პრეზენტაცია გამართა.
აუდიტის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ბაკლავრის ხარისხის მქონე და სამაგისტრო საფეხურზე მოსწავლე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ შესაბამის სასწავლო პროგრამაში, გაიარონ სერტიფიცირების კურსი და სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
პროგრამის გავლის შემდეგ, შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი.
პროექტის ფარგლებში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებულია შვიდ უმაღლეს უნივერსიტეტთან. საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგამის სასწავლო კურსი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიონალი ტრენერებისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება.
საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო კურსი სტუდენტებისათვის აპრილში დაიწყება და სამ თვეს გაგრძელდება.