
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი საქველმოქმედო კამპანია Red Nose Day Georgia-ს პარტნიორი გახდა და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს შეუერთდა.
დღეს EEU-ს სტუდენტები კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში ჩაერთნენ და ‘’წითელი ცხვირების’’ რეალიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს! ღონისძიების მიზანი სიცივესთან და შიმშილთან ბრძოლა და კამპანიაში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობაა.
‘’RED NOSE DAY’’, რომლის სლოგანია – ‘’გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი’’, წელს საქართველოში ოფიციალურად პირველად ტარდება. შემოსული თანხა მთლიანად სოციალურად დაუცველ და მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება. კამპანია, რომელშიც EEU-ს სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართულები, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. #Rednoseday