აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომების გამოქვეყნება შეუძლია როგორც EEU-ს პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ–მასწავლებლებს, მკვლევარებსა და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.
შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება რეცენზენტის დასკვნის საფუძველზე.
სამეცნიერო შრომების კრებულში სტატიის გამოქვეყნების საფასური: 100 ლარი
EEU-ს პერსონალისა და სტუდენტებისათვის კრებულში ნაშრომების გამოქვეყნებას აფინანსებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი!
მნიშვნელოვანი თარიღები:
- ორ ენოვანი სამეცნიერო ნაშრომის ანოტაციასთან ერთად (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მიღების ბოლო ვადა – 30 ივნისი, 2021
- შერჩეული სამეცნიერო ნაშრომების ავტორების შეტყობინება – 30 ივლისი, 2021
- კრებულის გამოცემა – ნოემბერი, 2021
წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sciencepapers@eeu.edu.ge სათაურის ველში (subject) უნდა მიეთითოს ’’სამეცნიერო შრომების კრებული 2021’’.
განსაზღვრული ვადების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება!
მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის გასაფორმებლად იხილეთ დანართ 1-ში.
გისურვებთ წარმატებას!
საკონტაქტო ინფორმაცია:
თათია ღერკენაშვილი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, მობ: 598 10 57 29; ; ელ-ფოსტა: t.gherkenashvili@eeu.edu.ge