აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ასოცირებული პროფესორის, დავით წულაიას ავტორობით ახალი სახელმძღვანელო „ზოგიერთი კრიმინოლოგიური ასპექტი ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით“ ინგილსურ ენაზე გამოიცა EEU-ს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის სისტემის ფარგლებში. მონოგრაფიის პრეზენტაცია 15 დეკემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა.
მონოგრაფია წარმოადგენს პირველ სრულყოფილ აკადემიურ ნაშრომს, რომელიც მართლმადიდებლური ქრისტიანული მოძღვრების საფუძველზე იკვლევს კრიმინოლოგიის მნიშვნელოვან კონცეფციებს, მათ შორის დანაშაულს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის მექანიზმებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის, ასევე კრიმინოლოგების, იურისტების, სოციოლოგებისა და ფსიქოლოგებისთვის, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და დანაშაულის პრობლემატიკით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
ღონისძიება გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა და აკადემიური კოლეგიის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ჩერქეზიშვილმა, რომლებმაც ავტორს სახელმძღვანელოს გამოცემა მიულოცეს. სახელმძღვანელოს მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზუხრა მაცაბერიძემ, ამერიკის კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრმა, პროფესორმა თათია დოლიძემ, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, პროფესორმა გიორგი თოდრიამ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მრჩეველმა სასჯელაღსრულების საკითხებში, მაია ხასიამ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვევს მის პრაქტიკულ ღირებულებას როგორც დარგისთვის, ასევე ახალი გამოცემის მნიშვნელობას საუნივერსიტეტო საქმიანობისთვის.
სახელმძღვანელოს პრეზენტაციას აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
























