აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციაში (EPLO) გაწევრიანდა, რომელიც ასევე იწოდება როგორც ევროპის საჯარო სამართლის ცენტრი (The European Public Law Center, EPLC).
ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (The European Public Law Organization, EPLO) დაარსდა 2004 წელს ათენში და მასში გაწევრიანებულია ევროპის ქვეყნების (გერმანია, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ჰოლანდია, უნგრეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი და ა.შ.) წამყვანი უნივერსიტეტები და ინსტიტუტები, რომელთა სწავლებისა და საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს სამართალი და კერძოდ, საჯარო სამართალი.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის (სამართლის მიმართულება) და სამართლის სკოლის (პროგრამის) სტუდენტებს შესაძლებობა აქვთ EPLO – ს წევრ უნივერსიტეტებში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით მონაწილეობა მიიღონ ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა: გაცვლითი პროგრამა, სემესტრული სწავლება, კონფერენცია, სემინარი, ვორკშოპი, სეზონური სკოლა და ა.შ.
დეტალური ინფორმაცია გრანტების/დაფინანსების შესახებ გაცვლით პროგრამებთან და სხვა პროექტებთან დაკავშირებით გამოქვეყნდება უახლოეს პერიოდში.
წარმატებები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენეტებს!