flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დირექტორთა საბჭოსა და საჯარო სამართლის ევროპის კომისიის ყოველწლიური შეხვედრაზე

მიმდინარე წლის 12-15 სექტემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში, პროფესორი შალვა მაჭავარიანი და ვიცე-რექტორი ადმინისტრაციულ საკითხებში, თეა იმედაძე იმყოფებოდნენ ვიზიტით საბერძნეთის ქალაქ ათენში, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დირექტორთა საბჭოსა (Board of Directors) და საჯარო სამართლის ევროპის კომისიის (European Group of Public Law) ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად.

საჯარო სამართლის ევროპის კომისიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქ ათენში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მოსამართლეებმა და საჯარო სამართლის პრაქტიკოსებმა მსოფლიოს მასშტაბით.

კონფერენციის ფარგლებში შედგა შეხვედრები ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ.

ოფიციალური მიღება გაიმართა რომაულ აგორაზე, რომელსაც საბერძნეთის პრეზიდენტმა ბატონმა პროკოპის პავლოპულოსმა უმასპინძლა. მან დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა და  აღნიშნა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის წვლილი ევროინტეგრაციის გზაზე.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს:

იუსტიციის მინისტრმა, ბატონმა კოსტას ციარასმა, ათენის მერმა ბატონმა კოსტას ბაკოიანისმა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა საბინო კასესემ.

EPLO-ს შესახებ
EPLO-ს შესახებ

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციაში (EPLO) გაწევრიანდა 2018 წელს.

EPLO 2004 წელს ათენში დაარსდა და მასში ევროპის წამყვანი ქვეყნების (გერმანია, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ჰოლანდია, უნგრეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი და ა.შ.) საუკეთესო უნივერსიტეტებია გაერთიანებული, რომელთა სწავლებისა და საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სამართალი და კერძოდ, საჯარო სამართალი წარმოადგენს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა აქვთ EPLO-ს წევრ უნივერსიტეტებში სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსებით მონაწილეობა მიიღონ  ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა: გაცვლითი პროგრამა, სემესტრული სწავლება, კონფერენცია, სემინარი, ვორკშოპი, სეზონური სკოლა და ა.შ.

სლოვაკეთის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა!
ტური ყინწვისში, ბატეთის ტბა და სარკინეთი

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University