ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების სერიის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) სამართლის მიმართულებით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ადვოკატ ნიკა სადრაძის საჯარო ლექცია: ,,დანაშაულის გამოძიებისა და გახსნის მეთოდიკა’’ და იმიტირებული სასამართლო პროცესი
აქტივობების სერიის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ კონკრეტული სისხლის სამართალის საქმეებსა და დანაშაულის გამოძიების მეთოდებს, ასევე, სასამართლო უნარ-ჩვევების ძირითად პრინციპებს, შესავალი და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ტექნიკებს, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგიებს; ბოლო ეტაპზე კი მონაწილეობა მიიღეს უშუალოდ იმიტირებული სასამართლო პროცესის ინსცენირებაში;
საჯარო ლექციამ და იმიტირებულმა სასამართლო პროცესმა, რომელსაც სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.