აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, EEU-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური ომბუდსმენის ოფისის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია განხორციელდა. საქველმოქმედო პროექტში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შემოწირულობის სახით მრავალშვილიანი ოჯახების საახალწლო განწყობის შექმნაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
EEU LOYAL BOX-ში შეგროვილი საახალწლო ნობათი სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცა
„გავიღოთ სიკეთე ჩვენი მომავალი თაობისთვის!“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თითოეული თქვენგანისთვის!