flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

2020 წლის 17 თებერვლიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ბიზნესისა და ინჟინერიის, ჯანდაცვის და იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

ვაკანტური ადგილები - ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი:
ვაკანტური ადგილები - ჯანდაცვის ფაკულტეტი:
ვაკანტური ადგილები - იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ვადები, დამატებითი ინფორმაცია
ვაკანტური ადგილები - ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი:
ასოცირებული პროფესორი

  • 1 ვაკანსია – დეტალური სფერო: ეკონომიკა
  • 2 ვაკანსია – დეტალური სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება

ასისტენტ-პროფესორი

  • 2 ვაკანსია – დეტალური სფერო: მარკეტინგი და რეკლამა
ვაკანტური ადგილები - ჯანდაცვის ფაკულტეტი:
 ვიწრო სფერო – ჯანდაცვა, დეტალური სფერო – მედიცინა 

პროფესორი

  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – მეანობა-გინეკოლოგია)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – ზოგადი და კერძო ქირურგია)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – შინაგანი სნეულებები)

ასოცირებული პროფესორი

  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – მეანობა-გინეკოლოგია)
  • 2 ვაკანსია (სპეციალობა – ზოგადი და კერძო ქირურგია)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – შინაგანი სნეულებები)

ასისტენტ–პროფესორი

  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – შინაგანი სნეულებანი)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – მეანობა-გინეკოლოგია)
  • 2 ვაკანსია (სპეციალობა – ზოგადი და კერძო ქირურგია-ნეიროქირურგია)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – ოტორინოლარინგოლოგია)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – ანესთეზიოლოგია/რეანიმატოლოგია)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – სექსოპათოლოგია)

ასისტენტი

  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – შინაგანი სნეულებანი)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – მეანობა-გინეკოლოგია)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – ზოგადი და კერძო ქირურგია)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა – ანესთეზიოლოგია/რეანიმატოლოგია)
 ვიწრო სფერო – მეცნიერება, დეტალური სფერო – ბიოსამედიცინო მეცნიერებანი (მორფოლოგია (ანატომია, ჰისტოლოგია/ციტოლოგია, ემბრიოლოგია, ფიზიოლოგია, ბიოქიმია, მიკრობიოლოგია/ ვირუსოლოგია, ზოგადი ჰიგიენა/სამედიცინო ეკოლოგია) ) და საბაზისო სამედიცინო მეცნიერებანი (პათოლოგია)
  • პროფესორი
    • 1 ვაკანსია (სპეციალობა – ბიოქიმია)
    • 1 ვაკანსია (სპეციალობა – მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია)

    ასოცირებული პროფესორი

    • 1 ვაკანსია (სპეციალობა – იმუნოლოგია)
    • 1 ვაკანსია (სპეციალობა – ბიოქიმია)
    • 1 ვაკანსია (სპეციალობა – მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია)
    • 1 ვაკანსია (სპეციალობა – ფიზიოლოგია)
    • 1 ვაკანსია (სპეციალობა – ზოგადი ჰიგიენა/სამედიცინო ეკოლოგია)
 ვიწრო სფერო – ჯანდაცვა, დეტალური სფერო  – საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  • პროფესორი – 1 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია
  • ასისტენტ-პროფესორი – 2 ვაკანსია
  • ასისტენტი – 1 ასისტენტი
  ვიწრო სფერო – მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, დეტალური სფერო – ქიმია, ბიოფიზიკა და სამედიცინო ფიზიკა, ბიოსტატისტიკა)
  • პროფესორი
    • 1 ვაკანსია (სპეციალობა – ქიმია)

    ასოცირებული პროფესორი

    • 1 ვაკანსია (სპეციალობა – ბიოფიზიკა და სამედიცინო ფიზიკა)
    • 1 ვაკანსია (სპეციალობა – ბიოსტატისტიკა)
    • 1 ვაკანსია (სპეციალობა -ქიმია)
 ვიწრო სფერო – ჯანდაცვა, დეტალური სფერო  – სტომატოლოგია (ორთოპედიული სტომატოლოგია)
  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია
ვაკანტური ადგილები - იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
ვიწრო სფერო – სამართალი, დეტალური სფერო – სისხლის სამართალი

პროფესორი

  • 1 ვაკანსია

ასისტენტ-პროფესორი

  • 2 ვაკანსია
ვიწრო სფერო – სოციალური და ქცევითი მეცნიერებები, დეტალური სფერო – პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები

პროფესორი

  • 1 ვაკანსია – საერთაშორისო ურთიერთობები

ასოცირებული პროფესორი

  • 1 ვაკანსია – დეტალური სფერო: საერთაშორისო ურთიერთობები
  • 2 ვაკანსია – დეტალური სფერო: პოლიტიკის მეცნიერება

ასისტენტ-პროფესორი

  • 1 ვაკანსია
ვიწრო სფერო – სამართალი, დეტალური სფერო – კერძო სამართალი

ასისტენტ-პროფესორი

  • 1 ვაკანსია
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები
უნივერსიტეტის პროფესორად/ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  1. ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წელი.

 

  1. დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ) სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;

გ) სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში.

ე) საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);

ვ) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის).

შენიშვნა: პროფესორის/ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

 

უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად, 4 (ოთხი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  1. ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

  1. დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით.

ბ) საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);

გ) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის).

შენიშვნა: ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
პროფესორის/ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხ. ფორმა Geo,  ENG );
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (იხ.  ფორმა,   Eng);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  7. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  8. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
  9. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, გრანტების, გამოგონებების და სხვა პროფესიული აქტივობების დამდასტურებელი ინფორმაცია;
  11. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
  12. ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის);
  13. კლინიკური აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);
  14. საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).

 

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხ. ფორმა);
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად  (იხ.  ფორმა);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  7. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  8. ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კონკურსანტებისთვის);
  9. კლინიკური აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);
  10. საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).

 

შენიშვნა: პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსში მონაწილეობის მსურველი, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით, ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხ. ფორმა);
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (იხ.  ფორმა) ;
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  8. სპეციალური მომზადებისა ან/და გამოქვეყნებული პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  9. ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
ვადები, დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 18 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-17:00 სთ.

მისამართი: 0178 თბილისი, შატილის ქ. №4.

საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.

კონკურსი ტარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება და შეჯერება – გადაწყვეტილების მიღება) 2020 წლის 27 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2020 წლის 15 აპრილისა.

0178 თბილისი, შატილის ქ. №4
032 248 01 41
hr@eeu.edu.ge

თურქეთის სახელმწიფო სტიპენდია
აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის რექტორს, დავით ჩერქეზიშვილს ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University