
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) აბიტურიენტებისათვის საინტერესო და ინტერაქციული შეხვედრების ციკლს იწყებს საუნივერსიტეტო სივრცეში, ახალ კამპუსში
მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/ARPYJR3jGfvVdL3n8
EEU ღია კარის დღის ფარგლებში გელოდებათ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები:
- ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია
- შეხვედრა ელჩთან
- კინო-ჩვენება კინოთეატრ Cavea-ში
- იმიტირებული სასამართლო პროცესი
- საჯარო ლექცია: ,,საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია”, იმიტირებული საქმიანი შეხვედრა – გამოსცადე შენი თავი მოლაპარაკებების ხელოვნებში
- ადვოკატ ნიკა სადრაძის საჯარო ლექცია ,,დანაშაულის გამოძიებისა და გახსნის მეთოდიკა”
- საჯარო ლექცია: ,,თანამედროვე არქიტექტურა” და სტუდენტთა არქიტექტურული პროექტები გამოფენა
- Online ღია კარის დღე – როგორ ავირჩიოთ პროფესია?
- ჩვენი პირველი სერიალის (ჩპს) მსახიობებთან შეხვედრა და ერთ დღე ჩპს გადაღებაზე EEU-ში
- EEU-ს რექტორის, კახაბერ ლაზარაშვილის საჯარო ლექცია: ,,ურთიერთობები, ჯანმრთელობა და განათლება”
- ფსიქოლოგ ნანა გოგიჩაშვილის საჯარო ლექცია: ,,აბიტურიენტთა სტრესის მართვა”
- ვორკშოპი: ,,როგორ ვაქციოთ იდეა წარმატებულ ბიზნეს პროექტად”
- საჯარო ლექცია: ,, ვინ ვარ მე: ოპტიმისტი, პესიმისტი თუ რეალისტი”
- საჯარო ლექცია: ,,კრეატიული უპირატესობა თანამედროვე ბიზნესში”
- დისკუსია: ,,ემოციური ინტელექტი და 21-ე საუკუნე’’
პროექტის ბოლოს გაიმართება ღია კარის დღეების შემაჯამებელი აქტივობა ,,EEU აუქციონი’’, სადაც თითოეულ აქტივობაში ჩართულობით მოპოვებული ბონუს ქულებით შეიძენთ საგანმანათლებლო თუ გასართობი დანიშნულების ნივთებს ( კინო-თეატრის ბილეთები, სახელმძღვანელოები, სასწავლო ვაუჩერი და ვნახოთ რა დაგხვდება მთავარ პრიზად: Smart Watch, ყურსასმენები თუ პლანშეტი? ) 📚🖊💼
გელოდებით, დიდი ინტერესითა და მოტივაციით უნივერსიტეტის ახალ კამპუსში: ქ. თბილის ი. ენუქიძის ქ. 6, (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, აქტივობებში ჩასართავად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ARPYJR3jGfvVdL3n8