flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე -„კარიერული შესაძლებლობები საქართველოს ბანკში“

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივით, 2026 წლის 20 მარტს, EEU საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „კარიერული შესაძლებლობები საქართველოს ბანკში“.

ღონისძიება გახსნა ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ვასილ კიკუტაძემ, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობას სტუდენტთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული განვითარების პროცესში.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებში კარიერული ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო საქართველოს ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ორგანიზაციული კულტურის თავისებურებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომ კარიერულ შესაძლებლობებს, დასაქმების პროცესსა და პროფესიული განვითარების ეტაპებს.

მომხსენებლებმა – ეთუნა ქობალიამ, შერჩევის სამსახურის უფროსმა და თამარა ჭანტურიშვილმა, კომუნიკაციების სწავლებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა – აუდიტორიას გააცნეს ორგანიზაციაში დასაქმებისა და კარიერული წინსვლის პრაქტიკული ასპექტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ EEU-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და დაემყარებინათ უშუალო კომუნიკაცია საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან. მონაწილეთა ნაწილმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციაც გააზიარა.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა მოკლე ინტელექტუალური ქვიზი, რის შემდეგაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ დამსწრე სტუდენტებს.

შეხვედრა წარიმართა საქმიან და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გარემოში. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, პრაქტიკულად გაცნობოდნენ ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში კარიერული განვითარების პერსპექტივებს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამძიმარი უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© East European University