მეორე აქტივობის ფარგლებში თქვენ გელით ტრენინგი თემაზე: ,,დრამ-თერაპია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან (შშმ) ურთიერთობის სტანდარტები’’
პირველად საქართველოს რეალობაში სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ მოუსმინონ ინოვაციურ, მრავალფეროვან და მოქნილ კურსს დარგის ექსპერტებისგან. ტრენინგის ფარგლებში მსმენელები დრამ-თერაპიის საშუალებით გაეცნობიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ არსებულ პრობლემებსა და მათთან სწორი კომუნიკაციის დამყარების გზებს.
სწავლება განხორციელდება თანამედროვე და პრაქტიკული მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა: ენერჯაიზერები, იმიტირებული თამაშები, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, პრეზენტაციები.