
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ბიბლიოთეკისა და უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის ორგანიზებით 2025 წლის 6 ოქტომბერს, 13:00 საათზე, EEU საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა EEU-ს საბიბლიოთეკო რესურსებისა და სერვისების შესახებ.
ღონისძიების მიზანია პირველსემესტრელი სტუდენტებისთვის EEU-ს ბიბლიოთეკის რესურსებითა და მხარდამჭერი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობების გაცნობა.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- EEU-ს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები და მხარდამჭერი სერვისები;
- ელექტრონულ კატალოგში წიგნების მოძიების მექანიზმები და მათზე წვდომის შესაძლებლობები.
შეხვედრა მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც დაეთმობა საბიბლიოთეკო რესურსების შესახებ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას, წიგნადი ფონდის (ციფრული და ბეჭდური) დათვალიერებას.
სპიკერი: გვანცა კობახიძე, EEU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 6 ოქტომბერი, 13:00 საათი.
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401.