აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში EEU სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, პირველკურსელებისთვის გაცნობითი-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, მათ მიეწოდათ ინფორმაცია სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
სტუდენტებს ასევე გააცნეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობები, პროექტები და აქტივობები, რომლებშიც მათ ჩართვისა და აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.
EEU სტუდენტური თვითმმართველობა მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და სოციალურ პროექტსა და აქტივობას, რომლებიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, განავითარონ საკუთარი ინტერესები, უნარები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სტუდენტური საზოგადოების განვითარებაში.







