ეკა ჯელაძე (ასოცირებული პროფესორი)
ფილოსოფიის დოქტორი;
მიმართულება: განათლების მეცნიერებები;
ტალინის უნივერსიტეტის მკვლევარი და პროექტების განვითარების სპეციალისტი.
ეკა ჯელაძე არის ტალინის უნივერსიტეტის მკვლევარი და პროექტის განვითარების სპეციალისტი, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის მენეჯერი. მან განათლების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში მუშაობისას. სხვადასხვა დროს განათლება მიღებული აქვს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ), ასევე ტალინის უნივერსიტეტში (ესტონეთი), სადაც მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ეკა ჯელაძე ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ვორკშოპისა და სემინარის მომხსენებელი განათლების აქტუალურ საკითხებზე. ის აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში და საერთაშორისო პროექტებში. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის პროფესიული განვითარების პროგრამები საერთაშორისო ორგანიზაციებში.