გსურთ, ჩაერთოთ თქვენი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვაში?
გსურთ, წვლილი შეიტანოთ თქვენი ფაკულტეტის განვითარებაში?
მაშინ გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით თქვენი ფაკულტეტის საბჭოს წევრი!
გამოცხადდა იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 1 (ერთი) სტუდენტი წევრის არჩევნები.
საბჭოს წევრობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2026 წლის 10 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.
არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით, რექტორის ბრძანებით შექმნილია საარჩევნო კომისია. არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 23 სექტემბრისა.
ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედის 2 (ორი) არჩეული სტუდენტი წევრი.


