საერთო კრებაზე გამართული კენჭისყრების შედეგად ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტი წევრი გახდა:
იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო – რუსუდან ფაშალიშვილი;
ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭო – ბადრი მეზვრიშვილი.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს რუსუდან ფაშალიშვილს და ბადრი მეზვრიშვილს ფაკულტეტის საბჭოს წევრობას, უსურვებს წარმატებასა და ნაყოფიერ საქმიანობას.
შენიშვნა: არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში.
გასაჩივრების უფლება აქვს არჩევნებში მონაწილე კანდიდატს, საარჩევნო კომისიის წევრს და ამომრჩეველს. არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნით, დასაბუთებული საჩივარი უნდა გამოგზავნოთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@eeu.edu.ge არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.