ელენე პეტრიაშვილი (ასოცირებული პროფესორი)
ბიოლოგიის დოქტორი;
მიმართულება: ბიოსამედიცინო მეცნიერებანი და საბაზისო სამედიცინო მეცნიერებანი, (ზოგადი ჰიგიენა/ სამედიცინო ეკოლოგია)
ელენე პეტრიაშვილს აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილება. პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, თბილისის ღია უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის უნივერსიტეტში, თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. იგი ფლობს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ბიოლოგის, ბიოლოგისაა და ქიმიის მასწავლებლის მაგისტრის ხარისხსა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დოქტორის ხარისხს.
ელენე პეტრიაშვილი არის არაერთი პუბლიკაციის, მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი, საერთაშორისო კონფერენციების აქტიური მონაწილე და მომხსენებელი. იყო სხვადასხვა პროექტის მეცნიერ ხელმძღვანელი, გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, შესაბამისად მიღებული აქვს სერტიფიკატები.