ელენე ზურაბიშვილი (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: ენდოკრინოლოგია;
EEU-ს ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
ელენე ზურაბიშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. იგი ასევე, იკავებს ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის პოზიციას და აქტიურად არის ჩართული როგორც აკადემიურ, ისე კვლევით საქმიანობაში.
ელენე ზურაბიშვილი 2019 წლიდან ეწევა კლინიკურ პრაქტიკას ექიმი ენდოკრინოლოგის სპეციალობით და არის შპს მედისონ ჰოლდინგის ექიმი ენდოკრინოლოგი. 2024 წლიდან არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი.
მას გავლილი აქვს პროფესიული განვითარების არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენინგი კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და სამედიცინო განათლების მიმართულებით, მათ შორის ჯანდაცვის პროფესიების განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) კურსები სამედიცინო განათლების ფუნდამენტურ უნარებსა და სამედიცინო განათლების შეფასებაში.
ელენე ზურაბიშვილი არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სტატიის ავტორი და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და ვორკშოპებში.