საზაფხულო სკოლა მონაწილეებს უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდებით მიგრანტების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ლტოლვილთა არსებული მდგომარეობის შესახებ COVID-19 პანდემიის დროს, განსაკუთრებით ევროპაში არსებულ ვითარებაზე.
სწავლება წარიმართება ლექციებითა და დისკუსიებით, რომლებსაც უძღვებიან საერთაშორისოდ აღიარებული პროფესორები და ექსპერტები.
ერთკვირიანი პროგრამა ინგლისურ ენაზე შეისწავლის მიგრანტებისა და ლტოლვილების განვითარებას, გამოწვევებს, ინტეგრაციასა და სოციალურ გარიყულობას ევროპასა და სხვა საზოგადოებებში.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ყველა დისციპლინის პრაქტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე პროფესიონალებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს (მაგ: სოციოლოგია, სოციალური პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ადამიანის უფლებები და ეკონომიკა და სხვ.).
დოქტორანტებსა და მკვლევრებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ სადოქტორო ნაშრომი დოქტორანტურის სემინარზე.
საზაფხულო სკოლის ღირებულებაა 490 €, რომელიც მოიცავს: სწავლის საფასურს, ტრანსპორტირების ხარჯებს სოუნიში მდებარე სასტუმროდან სალექციო აუდიტორიამდე, სასწავლო ვიზიტების მოწყობასა და ტრანსპორტირებას.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ კრედიტები საზაფხულო სკოლის ფარგლებში. საზაფხულო სკოლის დასასრულს უნდა წარადგინონ ესე დაახლ. 5000 სიტყვა MIGSS-ის ლექციებთან დაკავშირებულ თემაზე მათ მიერ არჩეული ლექტორის ხელმძღვანელობით. ესეს წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 სექტემბერი.
საზაფხულო სკოლის განხორციელების თარიღია 2023 წლის 24 – 30 ივლისი.
რეგისტრაციისათვის მონაწილეებმა უნდა გაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschools@elgs.eu 2023 წლის 31 მაისამდე.
დამატებითი ინფორმაციის შესახებ საზაფხულო სკოლის თაობაზე, ეწვიეთ ბმულს.