flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

Erasmus +

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ERASMUS + პროგრამაში 2015 წლიდან არის ჩართული.
Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
.
Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) – მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პროგრამა ხორციელდება საქართველოს და ევროპის (პროგრამის ქვეყნების) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში.

Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობა  მოიცავს:

▶ სტუდენტების მობილობას 3-დან 12 თვემდე, სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა);

▶ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას: 5 დღიდან 2 თვემდე.

მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურებადია სწავლისა და მგზავრობის (საქართველო – პროგრამის ქვეყანა – საქართველო) ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 800-900 ევრომდე (ევროპული (პროგრამის) ქვეყნის სიძვირის მიხედვით). ხოლო საქართველოში ჩამომსვლელი სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს 700 ევროს თვეში.

გამოცხადებულ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, სიახლეების კატეგორიაში.

უნივერსიტეტი Erasmus + პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს შემდეგ უნივერსიტეტებთან:

ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტი (ავსტრია, ლინცი)

▶ მიმართულება – განათლება

ბუქარესტის ეკონომიკური უნივერსიტეტი (რუმინეთი)

▶ მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება

ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)

▶ მიმართულება – სამართალი

პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (საბერძნეთი)

▶მიმართულება – სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო მმართველობა, ფსიქოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, განათლება

ნიქოზიის უნივერსიტეტი (კვიპროსი)

▶ მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, მედიცინა, განათლება

კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია)

▶მიმართულება – საერთაშორისო ურთიერთობები

Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება

  • სტუდენტი
  • პერსონალი
თუ ხარ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი და გსურს გახდე Erasmus + პროგრამის მონაწილე, მოიპოვო დაფინანსება, გაცვლითი სემესტრით ისწავლო საზღვარგარეთ და  მიიღო დაუვიწყარი გამოცდილება, თვალი ადევნე უნივერსიტეტის სიახლეებს. კონკურსის გამოცხადებისას, დადგენილი წესით, შესაბამის ვადებში გააკეთე განაცხადი და გახდი ერასმუსის დიდი ოჯახის წევრი.

კონკურსის ეტაპები:

▶ საბუთების მიღება:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი;
  • რეზიუმე;
  • ნიშნების ფურცელი (GPA-ის მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან ტესტირების შედეგი).

▶ დოკუმენტაციის შემოწმება;

▶ ინგლისური ენის ტესტი (თუ კანდიდატს არ აქვს ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი); იხ. ტესტის ნიმუში

▶ გასაუბრება (შეფასების კრიტერიუმები);

▶ საბოლოო შერჩევა და პასუხების გამოქვეყნება (თითოეულ კანდიდატს პასუხი გაეგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

შენიშვნა: პროგრამაში მონაწილეობის მსურველ კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.

ერასმუსელების გამოცდილება

გიორგი თათანაშვილი

“აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მეორე წელს მომეცა შესაძლებლობა, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სწავლა გამეგრძელებინა ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, როგორც პროფესიული, აგრეთვე პიროვნული განვითარების კუთხით. მულტიკულტურული და ამავდროულად ძალიან მეგობრული გარემო, პრაქტიკული სასწავლო კურსები, მიღებული ცოდნების რეალურ სასწავლო გარემოში გამოყენების შესაძლებლობა, ურთიერთობა და მუშაობა დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან, მოგზაურობა, სოციალური ურთიერთობების და კავშირების გაფართოება, მათ შორის, კვლევითი ან სხვა ტიპის საქმიანი თანამშრომლობის განვითარების მიზნით – ეს იმ სიკეთეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც დაკავშირებულია Erasmus+ თან და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებასთან.”
,, ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ავსტრიაში ოთხი შესანიშნავი თვე გავატარე 10 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად. ავსტრიაში პრაქტიკულად დავინახე, რამდენად ძლევამოსილი ინსტრუმენტია განსხვავებულობა განათლებაში და როგორ მოქმედებს იგი სტუდენტებზე.
ვერ ვიტყვი ერასმუსმა ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა–მეთქი, პირიქით, ერასმუსმა დამანახა, რომ ის გზა, რომელიც მე წლების წინ ავირჩიე, ზუსტად ის არის, რომელზედაც შემდგომში უნდა ვიარო. ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად აერთიანებს ბევრ ერს და მისდევს მულტიკულტურული ერთიანობისა და განათლების იდეას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტს და ვისურვო, რომ მსგავსი შესაძლებლობა ბევრ სტუდენტს, განსაკუთრებით კი, მომავალი განათლების სპეციალისტებს მიეცეს!’’

ეკატერინე ბენიაშვილი

სალომე გაგნიძე

„გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, ვინაიდან შესაძლებლობა მომეცა, უფრო ახლოს გავცნობოდი ისეთი განვითარებული ევროპული ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას, როგორიც ავსტრიაა. მიღებულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს როგორც კარიერულ, ასევე პიროვნულ ზრდაში.“
“აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა მომცა საშუალება ერასმუს პლუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაუვიწყარი ერთი სემესტრი მესწავლა ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში, ავსტრიაში, ქ. ლინცში.  ვინაიდან სწავლა პანდემიის პერიოდში მოგვიწია, პროფესორ-მასწავლებლები ხშირად  ხუმრობით ერასმუსის კორონა თაობას(Erasmus corona generations ) გვეძახდნენ.  გაცვლითი პროგრამა ჩემთვის იყო გამოწვევაც და დიდი შესაძლებლობაც განმევითარებინა როგორც პიროვნული, ისე პროფესიული უნარები. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიში მიღებულმა ცოდნამ გამიადვილა ავსტრიაში სემესტრი წარმატებით დამესრულებინა, გაცვლით პროგრამაში მინაწილეობამ კი დიდწილად განაპირობა ჩემი შემდგომი წარმატება და ესპანეთში სკოლაში დასაქმება.”

ანა ქურდაძე

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში პერსონალის მობილობის გამოცხადების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, უგზავნის შესაბამის პერსონალს.

მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა განაცხადი დადგენილი წესით, შესაბამის ვადებში, უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

▶ განცხადება;

▶ სამოტივაციო წერილი;

▶ სააპლიკაციო ფორმა (აკადემიური პერსონალისთვის / ადმინისტრაციული პერსონალისთვის)

შენიშვნა: კანდიდატს უნდა უდასტურებოდეს ინგლისური ენის ცოდნა ( ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება, განათლება ინგლისურ ენაზე, მოხსენებები ინგლისურ ენაზე ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი).

სტუდენტი

პერსონალი

ვასილ კიკუტაძე

„2025 წლის მაისში Erasmus+ის პესონალის მობილობით ვიმყოფებოდი საბერძნეთში, პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში. ვიზიტის განმავლობაში ჩართული ვიყავი აკადემიურ შეხვედრებსა და დისკუსიებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტური გაცვლითი პროგრამების გაგრძელებასა და მათი შესაძლო გაფართოების შესაძლებლობებს, ასევე სწავლება-სწავლის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების გაუმჯობესების სტრატეგიებს. პანთეონის უნივერსიტეტი გამოირჩევა ხარისხის უზრუნველყოფის მდგრადობაზე ორიენტირებული ძლიერი კულტურითა და აკადემიური უმაღლესი სტანდარტებისადმი ერთგულებით. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობამ მომცა შესაძლებლობა, პირადად გავცნობოდი ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ბერძნული უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოსა და ინსტიტუციურ პრაქტიკას.“

“კოიმბრას უნივერსიტეტში ვიზიტი, რომელიც Erasmus+ პერსონალის მობილობის ფარგლებში შედგა, ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო.

მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პროცედურებს, სტუდენტურ სერვისებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივებს.

ვიზიტის ფარგლებში გავეცანი უნივერსიტეტის მუშაობის საუკეთესო პრაქტიკას და მომეცა შესაძლებლობა, კოიმბრას უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად მიმეღო გამოცდილების გაზიარების და ინოვაციური მიდგომების აღმოჩენის უნიკალური გამოცდილება, რომლებიც შესაძლებელია ჩვენს უნივერსიტეტშიც წარმატებით იქნას დანერგილი.

პროფესიული განვითარებისა და კომპეტენციების გაღრმავების გარდა, აღნიშნულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელს კულტურათაშორისი ურთიერთგაგების გაძლიერებასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. კოიმბრას უნივერსიტეტის სტუმართმოყვარე ატმოსფერო და მისი მდიდარი აკადემიური ტრადიცია ამ მობილობას განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს ხდის.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს, ისე კოიმბრას უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენი ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესებას და სტუდენტთა და პერსონალის საერთო გამოცდილების ხარისხის ამაღლებას.”

თეონა ხაჩიძე

ზუხრა მაცაბერიძე

“2025 წლის ივლისში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, როგორც აკადემიური პერსონალს, მონაწილეობა მიმეღო ტუშას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პერსონალის ტრენინგში.

ეს იყო განსაკუთრებული გამოცდილება როგორც პროფესიული კომპეტენციების გაღრმავების, ისე  საერთაშორისო აკადემიური კავშირების  განმტკიცების თვალსაზრისით, რაც უშუალოდ აისახება ჩემს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლიურ და მასპინძელ უნივერსიტეტებს და პროგრამის ორგანიზატორებს ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის.”

“ტუშას უნივერსიტეტში (იტალია) Erasmus+ გაცვლით პროგრამaში მონაწილეობა ჩემთვის, როგორც აკადემიური პერსონალისთვის, მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ამ პროგრამამ მომცა მნიშვნელოვანი გამოცდილება და ხელი შემიწყო როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ განვითარებაში. მომეცა შესაძლებლობა, გამეზიარებინა ცოდნა და იდეები.

ამ პროცესმა მკაფიოდ დამანახა, რამდენად ძლიერი და გარდამქმნელი რესურსია მსგავსი ინიციატივები, ის აღვივებს კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებას და თანამშრომლობას მომავალ პროფესიონალებში.

ERASMUS+ პროგრამამ დამარწმუნა, რომ ის გზა, რომელიც წლების წინ ავირჩიე, არის გზა, რომელიც ცოდნას საზღვრებს არ უდგენს და აერთიანებს ხალხებს განათლების, თანასწორობისა და მულტიკულტურული ურთიერთგაგების საფუძველზე.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ტუშას უნივერსიტეტს, მათი მხარდაჭერისა და ნდობის გარეშე ამ მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა.”

სოფო ჩქოფოია

დავით წულაია

“აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებთან ერთად, ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კვირეულზე. ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებიდან მოწვეული აკადემიური პერსონალი, მომეცა უნიკალური შესაძლებლობა პირადად გავცნობოდი ტუშას უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, მათ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს.

პრაქტიკულად გავეცანი ტუშას უნივერსიტეტის სწავლის მეთოდოლოგიას და სტუდენტურ ცხოვრების მულტიკულტურულ ნიუანსებს. ადგილზე დავათვალიერე ტუშას უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ლაბორატორია, შევხვედი ჩემს კოლეგას და ვისაუბრეთ კრიმინოლოგიაში სწავლების სიახლეებზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზეც.

ყველაზე სასიხარულო კი იყო ის, რომ შევხდი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის იმ სტუდენტებს, რომლებიც Erasmus+ მობილობის ფარგლებში სწავლობენ ტუშას უნივერსიტეტში. ვისაუბრეთ ტუშას უნივერსიტეტში არსებულ სწავლების პროცესებზე, მათ აკადემიურ მოსწრებაზე და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზეც.”

ორმხრივი თანამშრომლობა

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University