აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ლექტორმა, ლინცის (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორმა, განათლების ექსპერტმა იან ბოემმა და ამავე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ჰანა ნოილინგერმა, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაზაფხულის სემესტრს EEU-ში ატარებს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სიღნაღი, თელავი, გრემი და შუამთა მოინახულეს.
ტურმა უცხოელ სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მიმდინარე სემესტრში დაგეგმილია არაერთი აქტივობა და ღონისძიება, სადაც უშუალოდ მიიღებს მოაწილეობას ჰანა ნოილინგერი.