EEU აცხადებს აპლიკაციების მიღებას Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, 2019-20 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში (ლინცი) სწავლის გასაგრძელებლად.
სტუდენტთა მობილობა – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის გაცვლა 1 სემესტრის განმავლობაში კრედიტების დაგროვებით (credit mobility).
Erasmus+ ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს!
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია 850 ევრო, მგზავრობის ხარჯი ანაზღაურება 360 ევრო.
სტუდენტთა მობილობისთვის სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ EEU–ს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამისა და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.
შერჩევის პროცესი მიმდინარეობს სამ ეტაპად:
- დოკუმენტაციის შემოწმება;
- გამოცდა ინგლისურ ენაში ( გამოცდისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონის) ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს), ინსტიტუციური ტესტირება ჩატარდება 2019 წლის 3 დეკემბერს;
- გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირმა მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან – 29 ნოემბრის ჩათვლით უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- CV;
- ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით);
- სამოტივაციო წერილი;
- სარეკომენდაციო წერილი;
- ინგლისური ენის (B2 დონის) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
საბუთები მიიღება: 10:00 სთ–დან – 18:00 სთ–მდე, EEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ოთახი 53;
საკონტაქტო ინფორმაცია:
+995 595 181981; +995 32 248 01 41 (შიდა 105);