აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2015 წლიდან ჩართულია ევროკავშირის საგრანტო გაცვლით პროგრამაში ERASMUS+ და სტუდენტებს საშუალებას აძლევს ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში (PÄDAGOGISCHE HOCHSCHULE OÖ).
2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ,,Erasmus+ Credit Mobility 2018’’-ისთვის გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვეს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამის მესამე სემესტრის სტუდენტმა გიორგი თათანაშვილმა და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეშვიდე სემესტრის სტუდენტმა გიორგი იაშვილმა. სტუდენტები ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლიან ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში.
ავსტრიაში (ქ. ლინცი) გამგზავრებამდე ERASMUS+ სტიპენდიატებს შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, ვიცე-რექტორი რუსუდან ჩიქოვანი და მათ წარმატებები უსურვეს.