მიმდინარე წლის 7-12 მაისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვასილ კიკუტაძე Erasmus + პროგრამის პერსონალის მობილობის (STA/TTA) ფარგლებში იმყოფებოდა ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტში (რუმინეთი).
პროფესორმა ვასილ კიკუტაძემ მონაწილეობა მიიღო პერსონალის საერთაშორისო კვირეულში, რომელშიც საფრანგეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, უკრაინის, მაროკოს, ჩილეს, ყირგიზეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. კვირეულის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები და აკადემიური პროგრამების პრეზენტაციები; დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით.
გარდა ამისა, ვასილ კიკუტაძემ გამართა შეხვედრები ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და მკვლევარებთან. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და გამოკვეთეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.