flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხით დაინტერესებული საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისთვის აცხადებენ ესეების კონკურსსა და ონლაინ კონფერენციას.

კონკურსის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობაა.

სტუდენტებმა ესე უნდა მოამზადონ არსებული ჩამონათვალიდან ერთ-ერთ თემაზე:
მნიშვნელოვანი თარიღები და შეფასების კრიტერიუმები:
კონკურსის შედეგები
დამატებითი ინფორმაცია:
სტუდენტებმა ესე უნდა მოამზადონ არსებული ჩამონათვალიდან ერთ-ერთ თემაზე:
  1. პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
  2. პერსონალური მონაცემების დამუშავება მედია საშუალებების მიერ;
  3. მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები;
  4. მობილური აპლიკაციების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება;
  5. სახის ამომცნობი სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება;
  6. შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვა;
  7. ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დაცვა.
მნიშვნელოვანი თარიღები და შეფასების კრიტერიუმები:

პირველ ეტაპზე კონკურსანტების შეფასება მოხდება შერჩეულ თემაზე მომზადებული აბსტრაქტების მიხედვით. აბსტრაქტები, შესაბამისი აპლიკაციის ფორმით, 14-დან 31 მაისის ჩათვლით მიიღება შემდეგ ელ. ფოსტაზე: students@stateinspector.ge

აბსტრაქტები შეფასდება თემატიკის რელევანტურობიდან, შინაარსის მნიშვნელობიდან და  აქტუალობიდან გამომდინარე. ინფორმაცია აბსტრაქტების შეფასების შედეგების შესახებ სტუდენტებს ეცნობებათ აბსტრაქტების მიღების ვადის დასრულების შემდგომ. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტებს ესეს სრული მოცულობით მოსამზადებლად განესაზღვრებათ დამატებითი ვადა და ასევე, ეცნობებათ ნაშრომის შესრულების წესებისა და სტანდარტების შესახებ. დასრულებული ესეების მომზადებაში კონკურსანტებს დახმარებას გაუწევენ სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები.

საკონფერენციო თემების შერჩევა მოხდება ქვემოთ მითითებული კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • კონკურსის თემასთან/მიზანთან შესაბამისობა;
  • მსჯელობა, არგუმენტაცია; ესეს სტრუქტურა;
  • ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა;
  • ნაშრომის ორიგინალურობა; ენობრივი ნორმების და აკადემიური სტანდარტების დაცვა.

ნაშრომებს შეაფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს (IDFI) წარმომადგენლების მხრიდან დაკომპლექტებული ორმხრივი კომისია.

კონკურსის შედეგები
  • შეირჩევიან საუკეთესო ესეები, რომელთა ავტორების მონაწილეობითაც ჩატარდება კონფერენცია;
  • კონფერენციის შემდგომ, გამოვლინდება 3 გამარჯვებული;
  • კონფერენციის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები;
  • კონფერენციაზე წარმოდგენილი ესეები გამოქვეყნდება ონლაინ ჟურნალში.
დამატებითი ინფორმაცია:

კონფერენციის გამართვის თარიღთან და ზოგადად კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას მონაწილეები მიიღებენ მათ მიერ აპლიკაციის ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტაზე.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://personaldata.ge/ka/press/post/7352

პროფესორ დიმიტრი შველიძის საჯარო ლექცია: „ვინ იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი“
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსის შედეგები!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University