flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ვებინარი: „Women in academia: breaking the glass ceiling or rebuilding the house?“

1 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) მართავს ვებინარს თემაზე – „Women in academia: breaking the glass ceiling or rebuilding the house?“

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინდივიდუალური სრული  წევრია, შესაბამისად EEU-ს აკადემიურ პერსონალს გიწვევთ ვებინარზე დასასწრებად.

ვებინარი ეძღვნება ქალების მნიშვნელოვან და მზარდ როლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობაში. ასევე, წარმოაჩენს ქალთა ლიდერობის სტატისტიკას EUA-ის წევრობის ფარგლებში, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას ვებინარზე მიღებული აღმოჩენები შეადარონ იმ რეალობას, რომელსაც თავიანთ ქვეყნებში აწყდებიან.

ბოლო ათწლეულის მანძილზე ინსტიტუციონალური ლიდერების პროფილი უმაღლეს განათლებაში, კვლევებსა და ინოვაციებში მნიშვნელოვნად განვითარდა სქესის, ეთნიკური მრავალფეროვნების, ასაკისა და პროფესიული გამოცდილების კუთხით – დაწყებული ბიზნესიდან ინდუსტრიების ჩათვლით. 2021 წლის „NEWLEAD“ ანგარიში ნათლად გვაჩვენებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელმძღვანელი პირების არჩევისას ეხება სქესს. როდესაც 2019 წლის „EUA INVITED” რეპორტი ხაზს უსვამს ინკლუზიურობას – სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხს ევროპის უნივერსიტეტებისათვის – რომელიც გავლენას ახდენს სწავლა-სწავლებაზე, კვლევაზე, ინოვაციებსა და ინსტიტუციურ კულტურებზე.

ვებინარის ფარგლებში გაიმართება დისკუსია ევროპაში არსებული ვითარების შესახებ და მონაწილეები შეძლებენ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ. პასუხი გაეცემა ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს, როგორიცაა:

  • არის თუ არა გენდერული თანასწორობა რეალობა სამეცნიერო საზოგადოებაში?
  • იკავებს თუ არა სულ უფრო მეტი ქალი ხელმძღვანელ პოზიციებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში?
  • როგორ შეუძლია სამეცნიერო საზოგადოებას მიიღოს სარგებელი მსგავსი კულტურული ცვლილებისაგან?

ვებინარზე დასწრებისთვის რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) არის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი უნივერსიტეტების გაერთიანება ევროპაში. EUA აერთიანებს 800 უნივერსიტეტს  (სრული და ასოცირებული წევრები) და რექტორების ეროვნულ კონფერენციას 48 ევროპული ქვეყნიდან. EUA უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბოლონიის პროცესში და ევროკავშირის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების პოლიტიკის განსაზღვრაში. ასოციაციის წევრი უნივერსიტეტები ხელს უწყობენ და ზრუნავენ ევროპის კონტინენტის კულტურების, საზოგადოებებისა და ეკონომიკის განვითარებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დისკუსია: ადამიანის პასუხი და რეფლექსია პანდემიაზე
ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University