 იაპონიისა და ცენტრალური აზიის მეგობრობის ასოციაცია (JACAFA) ფონდი The Nippon (TNF) – ის სრული მხარდაჭერით აცხადებს ევრაზიის სასტიპენდიო პროგრამას.
იაპონიისა და ცენტრალური აზიის მეგობრობის ასოციაცია (JACAFA) ფონდი The Nippon (TNF) – ის სრული მხარდაჭერით აცხადებს ევრაზიის სასტიპენდიო პროგრამას.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ სასწავლო სტიპენდია თვეში 110 აშშ დოლარის ოდენობით სწავლების პერიოდის განმავლობაში.
სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს EEU-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს:
- საქართველოს მოქალაქე 23 წლამდე;
- საბაკალავრო პროგრამების დასრულებამდე 2023 – 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დარჩენილი აქვთ სწავლების ორი წელი;
- მაღალი აკადემიური მოსწრება მინიმუმ 3.0 GPA;
- ინგლისური ენის ცოდნა, დადასტურებული TOEFL, IELTS, or TOEIC – ის სერტიფიკატით ან ინგლისური ენის კურსის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობით.
დამატებითი უპირატესობები
- ფონდ JACAFA-ს აქტივობებში ჩართულობა;
- ფონდ JACAFA-ს სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა კონკურსში – Japan Visit და იმოგზაურონ იაპონიაში სრული დაფინანსებით.
სტიპენდიატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით წარმოდგენილი საბუთების შესწავლისა და გასაუბრების საფუძველზე.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ონლაინ 2023 წლის 25 თებერვალს, 12:00 საათზე.
შეხვედრა გაიმართება Zoom პლატფორმის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://us05web.zoom.us/j/81396909672?pwd=QmJIdlZZMXh5aVloZmtDYmo2YnUvUT09
ID: 813 9690 9672პაროლი: 50MjcQ
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:


