სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ფორმატი:
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია აირჩიოს გამოცდების (წერითი/ზეპირი კომპონენტი) ფორმატი (დისტანციურად ან პირისპირ); რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ არჩეული ფორმატის (დისტანციური ან პირისპირ) შესაბამისად, ჩაგიტარდებათ გამოცდა;
- დისტანციურ ფორმატში გამოცდა ჩატარდება ელექტრონული პლატფორმა MS Teams-ის გამოყენებით. რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე მიიღებთ გამოცდის ინდივიდუალურ განრიგს, გამოცდაზე შემოსვლის ბმულს; ონლაინ შეხვედრაზე შემოსვლის შემდეგ კი წერითი გამოცდის შემთხვევაში დამკვირვებლისგან ელ-ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ტესტი, ხოლო ზეპირი გამოცდის შემთხვევაში გაესაუბრებით კომისიას .
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ვიდეო-გზამკვლევები:
- ინგლისურ ენაში ტესტირების გზამკვლევი იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/09/gamocdama-instruqcia.mp4 )
- სპეციალობის ზეპირი გამოცდის/გასაუბრების გზამკვლევი (იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/09/gasaubreba-ma-gamocda.mp4 )
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების განრიგი:
- ტესტირება ინგლისურ ენაში – პირველი ნაკადი: 8 სექტემბერი, 13:00 სთ; მეორე ნაკადი: 8 სექტემბერი, 18:00 საათი (თუ რომელ ნაკადში დაწერთ ინგლისური ენის ტესტს, ირჩევთ რეგისტრაციის დროს/დოკუმენტების წარმოდგენის ეტაპზე)
- გამოცდა სპეციალობაში: სამართლისა და საჯარო მმართველობის პროგრამებზე სწავლის გაგრძელების კანდიდატებისთვის ტესტირება: 12 სექტემბერი, 13:00 და 18:00 საათი; ყველა სამაგისტრო პროგრამაზე გარდა სამართლისა და საჯარო მმართველობის პროგარამების: 12-13 სექტემბერი (გასაუბრება ჩატარდება ინდივიდუალურად და ინდივიდუალური დრო/საათი შეგეძლებათ იხილოთ ვებგვერდზე თქვენი საგამოცდო კოდის მიხედვით)
ტესტის ნიმუშები და საკითხები:
გისურვებთ წარმატებებს!