აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) მიმდინარე წლის 31 მაისს, XI და XII კლასების მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდა.
იმიტირებული გამოცდის მიზანი იყო აბიტურიენტებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რეალურ საგამოცდო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში შეემოწმებინათ საკუთარი ცოდნა, გაცნობოდნენ გამოცდის ფორმატსა და გამოემუშავებინათ დროის ეფექტურად მართვის უნარები.
გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ორ სესიად ჩატარდა. პროექტში მონაწილეობა XI და XII კლასების 200-მდე მოსწავლემ მიიღო.
იმიტირებული გამოცდა ჩატარდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ტესტებით. ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფენ პროფესიონალი შემფასებლები, რომლებსაც აქვთ ერთიან ეროვნულ საგამოცდო შეფასების პროცესში პრაქტიკული გამოცდილება.
გამოცდის დაწყებამდე მონაწილეებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საგამოცდო წესების, პროცედურებისა და გამოცდის მიმდინარეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.




















