2026 წლის 7 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების სერია გაგრძელდა — XI და XII კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის იმიტირებული გამოცდა ჩააბარეს. პროექტის ფარგლებში პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 31 მაისს გაიმართა.
იმიტირებული გამოცდები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ გამოცდამდე შეაფასონ საკუთარი მზაობა, გაეცნონ საგამოცდო ფორმატს და გამოიმუშაონ დროის ეფექტურად მართვის უნარები.
ინგლისური ენის გამოცდა ორ სესიად ჩატარდა, რომელშიც XI და XII კლასების 150-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ტესტები მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) სტანდარტების შესაბამისად, ხოლო ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფენ პროფესიონალი შემფასებლები.
გამოცდის დაწყებამდე მონაწილეებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საგამოცდო წესების, პროცედურებისა და გამოცდის მიმდინარეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
პროექტი სრულად ფინანსდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ. EEU მომავალშიც განაგრძობს ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათთვის საგანმანათლებლო განვითარების ხელშემწყობი პროექტების შეთავაზებას.



























