აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი) აცხადებს რეგისტრაციას 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამაზე (შემოდგომის სემესტრი მოიცავს შემდეგ პერიოდს: სექტემბერი 2026 – თებერვალი 2027). აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ მასარიკის უნივერსიტეტში, მიიღონ ცოდნა და დაუვიწყარი გამოცდილება.
გაცვლითი პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს (ბაკალავრიატის შემთხვევაში სწავლის მეორე წლიდან), რომელიც ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტის მხრიდან გასაწევი ხარჯი შეადგენს მხოლოდ მგზავრობისა და ცხოვრების საფასურს.
შემოთავაზებული სასწავლო კურსების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://erasmus.law.muni.cz/content/en/exchange-students/courses-in-foreign-languages/
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რეგისტრაციის მიზნით, უნდა წარმოადგინონ:
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- პასპორტის ასლი (პასპორტის არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწმობა);
- CV (ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით;
- ინგლისური ენის ცოდნის (მინიმუმ B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 20 მარტი
- გამოცდა ინგლისურ ენაში – 23 მარტი (იხ. ტესტის ნიმუში)
- გასაუბრება – 25 მარტი
საბუთების მიღება იწარმოებს EEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში (ოთახი 102), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: international@eeu.edu.ge


