17 მარტს, EEU-ს საკონფერენციო დარბაზში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით კინოჩვენება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
კინოჩვენების ფარგლებში აუდიტორიამ ნახა ჰოლოკოსტის თემაზე შექმნილი მარკ ჰერმანის ფილმი ,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში” (THE BOY IN THE STRIPED PAJAMAS), რომელიც გადაღებულია ჯონ ბოინის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია.