აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანადაფინანსებით, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით EEU-ში საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა.
ტურნირის ჩატარების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებს შორის მეგობრობის გაღრმავება და გუნდური უნარების განვითარება იყო.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები:
პირველი ადგილი – Aura Farmers
მეორე ადგილი – გატრინულები
მესამე ადგილი – ჩამოსულები














