2022 წლის 31 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ფორუმი: ,,კანონი სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ”. ფორუმს ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: გვანცა კობახიძე (EEU-LIB-ის ხელმძღვანელი) და ქეთევან აფთარაშვილი (განათლების დეპარტამენტის უფროსი).
ფორუმის მიზანი იყო სავალდებულო ეგზემპლარების სისტემის სრულყოფა, საქართველოს კანონის დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ კანონის ეფექტიანად გამოყენება. ფორუმზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა დოკუმენტების მწარმოებელთა უფლება-მოვალეობები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის დანიშნულება ელექტრონული და ბეჭდური გამოცემების ეგზემპლარების საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკისთვის გადაცემის პროცედურები და ა.შ.