თუ აშშ-ში სრული დაფინანსებით სწავლის გაგრძელებას გეგმავთ, საქართველოს ბანკი გიწვევთ საინფორმაციო ვებინარზე, სადაც გაეცნობით Fulbright-ის პროგრამას და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობების შესახებ.
ვებინარის ფარგლებში განიხილება Fulbright-ის პროგრამა, რომელიც აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით ხორციელდება და ქართველ სტუდენტებს ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს.
ვებინარი შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის შესახებ, გაეცნონ განაცხადის მომზადების პროცესს და მოისმინონ წარმატებული გამოცდილების მქონე მონაწილეთა რჩევები.
შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას:
- როგორ მოიპოვონ სრული დაფინანსება აშშ-ში სწავლისთვის;
- რა მიმართულებების შესწავლაა შესაძლებელი პროგრამის ფარგლებში;
- რას მოიცავს Fulbright-ის სტიპენდია;
- როგორ მიმდინარეობს განაცხადის შევსებისა და შერჩევის პროცესი;
- რა გამოცდილება აქვთ პროგრამის კურსდამთავრებულებსა და სტიპენდიატებს.
სპიკერები:
- ნინა გაბადაძე – Fulbright-ის პროგრამის კოორდინატორი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი;
- სალომე ცეცხლაძე – Fulbright-ის პროგრამის კურსდამთავრებული.
თარიღი: 12 ივნისი, 17:00 საათი
ფორმატი: ონლაინ
შეხვედრის ბმული რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეებს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნებათ.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს


