აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ ორგანიზებული ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი გრძელდება.
ღია კარის დღეების ფარგლებში 21 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია: ,, ვინ ვარ მე: ოპტიმისტი, პესიმისტი თუ რეალისტი”.
სპიკერი: ავთანდილ გაგნიძე – EEU-ს პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი.
საჯარო ლექციის თემატიკა და სადისკუსიო კითხვები:
- რეალურ ცხოვრებაში ადამიანი ყოველთვის დგას არჩევანის წინაშე: როგორ უნდა გააკეთოს არჩევანი?!
- დაეყრდნოს მხოლოდ ინტუიციას? გაითვალისწინოს სხვისი რჩევები?
- რას ნიშნავს „კარგი“ გადაწყვეტილება?
- როგორ არის დამოკიდებული ადამიანის არჩევანი იმაზე, თუ რამდენად ოპტიმისტურად თუ პესიმისტურად უყურებს ის ცხოვრებას?
- რამდენად მზად არის ადამიანი, მიიღოს რისკიანი გადაწყვეტილება? რას ნიშნნავს „გონივრული“ რისკი?
სამიზნე აუდიტორია: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 21 მაისი, 14:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
საჯარო ლექციის მსმენელთათვის გაიცემა სერტიფიკატი!
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ARPYJR3jGfvVdL3n8