მიმდინარე წლის 3 ივლისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში არქიტექტურის მიმართულების I კურსის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ნამუშევრები შესრულდა სახვითი ხელოვნების სასწავლო კურსის ფინალური გამოცდის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ხატვას, ფერწერასა და ქანდაკებას. გამოფენის მიზანი იყო იმ საბაზისო პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება
სტუდენტების ნამუშევრები გამოირჩევა იდეების მრავალფეროვანი გადაწყვეტით, კომპოზიციური ფორმით. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი მკვეთრად ორიგინალური, ინდივიდუალური და მხატვრული პროფესიული უნარ-ჩვევებით შესრულებულია.