აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე ( განათლების კვლევები და ადმინისტრირება, ადამიანური რესურსების მართვა, ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში, აგრობიზნესის მენეჯმენტი, ციფრული მენეჯმენტი) მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდა – გასაუბრება სპეციალობაში ჩატარდება თქვენ მიერ არჩეული ფორმატის (დისტანციურად/პირისპირ) შესაბამისად;
იხ. პროგრამების მიხედვით გასაუბრები ერთიანი განრიგი (ცხრილი 1):
პროგრამა | დისტანციური ფორმატისთვის ბმული | საათი | თარიღი | პირისპირ ფორმატისთვის აუდიტორიის N |
ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში | https://bit.ly/3xsxCNu | 13:00-18:00 | 12 სექტემბერი | 201 |
აგრობიზნესის მენეჯმენტი | https://bit.ly/3BogHN8 | 16:00-19:00 | 12 სექტემბერი | 308 |
ციფრული მენეჯმენტი | https://bit.ly/3BogHN8 | 16:00-19:00 | 12 სექტემბერი | 308 |
ადამიანური რესურსების მართვა | https://bit.ly/3Lq6Wmn | 11:00-18:00 | 13 სექტემბერი | 308 |
განათლების კვლევები და ადმინისტრირება | https://bit.ly/3diOlvX | 11:00-18:00 | 13 სექტემბერი | 201 |
გასაუბრებაზე დისტანციურად შემოსვლის ვიდეო-გზამკვლევი იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/09/gasaubreba-ma-gamocda.mp4
მაგისტრანტობის კანდიდატი გასაუბრებაზე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალურ დროს (საათზე). ინდივიდუალური განრიგი იხილეთ ქვემოთ თქვენთვის მონიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი ვერ ახერხებს მითითებულ დროს გასაუბრებაზე გამოცხადებას, გაითვალისწინეთ, რომ შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის გამოცდის მიმდინარეობის პერიოდში (იხ. ცხრილი 1) შეგიძლიათ გამოცხადდეთ/შემოხვიდეთ ბმულზე ნებისმიერ დროს.
მისამართი: თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ (https://goo.gl/maps/CS4bvfdEYYgvgTep8)