სლოვაკეთის სახელმწიფო აცხადებს ქართველი სტუდენტების მიღებას ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა დოქტორანტურის სასტიპენდიო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლისათვის შემდეგი მიმართულებებით:
- მასწავლებელთა განათლება და განათლების მეცნიერებები;
- ეკონომიკა და მენეჯმენტი;
- ზოგადი მედიცინა;
- ჯანდაცვის მეცნიერებები;
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
- სამოქალაქო ინჟინერია და სხვ.
აპლიკანტების მიერ განაცხადი ივსება ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე: www.vladnestipendia.sk.en
სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 მაისი.
სტიპენდიატები გაივლიან სლოვაკური ენის უფასო კურსებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის სტიპენდიის თაობაზე ეწვიეთ ბმულს: https://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the-slovak-republic/