EEU ღია კარის დღეების ფარგლებში 19 მაისს, 13:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში განხორციელდება იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.
სპიკერი: ალექსანდრე იაშვილი – მოსამართლე, EEU-ს ასისტენტ-პროფესორი.
ღონისძიების 1-ელი ეტაპი დაეთმობა სამიზნე ჯგუფის წევრების მომზადებას იმიტირებულ სასამართლო პროცესში ჩართულობისთვის.
საჯარო ლექციის თემატიკა:
- სისხლის სამართლის პროცესის ძირითადი პრინციპები;
- მოსამართლისა და მხარეების (ბრალდების მხარე და დაცვის მხარე) ფუნქციები;
- პროცესის წარმართვის წესი და მტკიცებულებების გამოკვლევის პროცედურა.
ღონისძიების მეორე ეტაპზე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით განხორციელდება იმიტირებული სასამართლო პროცესის ინსცენირება.
სამიზნე აუდიტორია: მოსწავლეები, სტუდენტები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 19 მაისი, 13:00 საათი
ფორმატი: პირისპირ
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.