ღია კარის დღეები EEU-ში გრძელდება. 2024 წლის 18 მაისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ,,თანამედროვე ტექნოლოგიები არქიტექტურაში”. ლექციას უძღვებოდა Crafty/ქრაფთის უფროსი დიზაინერი, EEU-ს მოწვეული ლექტორი ანა გეგეშიძე. შეხვედრა გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვასილ კიკუტაძე და არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ ბოლქვაძე.
შეხვედრის პირველ ეტაპზე ანა გეგეშიძემ სკოლის მოსწავლეებს გაუზიარა პრეზენტაცია შენობის ინფორმაციის მოდელირების ( BIM), ვირტუალურ რეალობის (VR), 3D ბეჭდვისა და რობოტიკის შესახებ, ასევე დეტალურად ისაუბრა ჭკვიანი მასალებისა და მწვანე შენობის ტექნოლოგიების შესახებ.
შეხვედრის მეორე ეტაპზე მოსწავლეებთან ინტერაქციული საუბარი გამართა მერაბ ბოლქვაძემ, რომელმაც საკითხის შესახებ სკოლის მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრა მსმენელთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
EEU-ში გრძელდება საინტერესო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი.
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.