აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ღია კარის დღეები გრძელდება.
ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობების ფარგლებში 8 ივნისს, 14:00 საათზე, გაიმართება საჯარო ლექცია: ,,განვითარების კრიზისი ადრეულ ასაკში და სასკოლო მზაობა’’.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- კრიზისის არსი და მისი მნიშვნელობა ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში;
- ასაკობრივი კრიზისების ფსიქოლოგიური ასპექტები და მათი დაძლევის ეფექტური სტრატეგიები;
- მშობლების როლი და მნიშვნელობა განვითარების კრიზისულ პერიოდებში.
სპიკერი: ნანა გოგიჩაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი.
სამიზნე აუდიტორია: მოსწავლეები, სტუდენტები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 08 ივნისი, 14:00 საათი
ფორმატი: პირისპირ
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.