2024 წლის 8 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) გაიმართა ფსიქოლოგ ნანა გოგიჩაშვილის საჯარო ლექცია: ,,განვითარების კრიზისი ადრეულ ასაკში და სასკოლო მზაობა’’.
საჯარო ლექციაზე ნანა გოგიჩაშვილმა ისაუბრა ასაკობრივი კრიზისების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. მათი დაძლევის ეფექტური სტრატეგიების შესახებ რჩევები და რეკომენდაციები მსმენელებმა შეხვედრის ფარგლებში მიიღეს.
ღია კარის დღის მეორე ეტაპზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა და EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან აფთარაშვილმა მსმენელებს გააცნეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ხორციელდება მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის მხარდაჭერით. აუდიტორიას, აგრეთვე, მიესალმა აღნიშნული პროგრამის ხელმძღვანელი, მიდლსექსის უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების დარგის პროფესორი ანჯელა სქოლანი, რომელიც სპეციალური ვიზიტით იმყოფება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.
EEU-ში გრძელდება საინტერესო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი. თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.