ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობების ფარგლებში 16 ივნისს, 13:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია: ,,მშობლების მოლოდინები და ჩვენ”.
სპიკერი: ნანა გოგიჩაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- რა უნდათ მშობლებს შვილებისაგან და რა უნდათ შვილებს მშობლებისაგან;
- „მშობელი-შვილი“ – ურთიერთობის პრინციპები;
- „დედა/მამა, მე უკვე დიდი ვარ“ – კონფლიქტის მიზეზები.
სამიზნე აუდიტორია: მოსწავლეები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 16 ივნისი, 13:00 საათი
ფორმატი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU), საკონფერენციო დარბაზი – 201
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.