2024 წლის 16 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) გაიმართა ფსიქოლოგ ნანა გოგიჩაშვილის საჯარო ლექცია: ,,მშობლების მოლოდინები და ჩვენ”.
ღონისძიებას ქ. თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და EEU-ს სტუდენტები ესწრებოდნენ.
საჯარო ლექციის ფარგლებში აუდიტორია გაეცნო:
- ბავშვებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს;
- შვილებისა და მშობლების ურთიერთობის პრინციპებს;
- ოჯახში ურთიერთობების ტიპებს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. მსმენელებმა დასვეს უამრავი და საინტერესო შეკითხვა, რომლებსაც ფსიქოლოგმა ნანა გოგიჩაშვილმა უპასუხა.
22 ივნისს სრულდება ინტერაქციული შეხვედრების სამთვიანი სერია შემდეგი აქტივობით: როგორ ვაქციოთ იდეა ბიზნეს პროექტად. ამავე დღეს განხორციელდება პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ,,EEU აუქციონი’’, სადაც თითოეულ შეხვედრაში ჩართულობით მოპოვებული ბონუს ქულებით შეიძენთ საგანმანათლებლო თუ გასართობი დანიშნულების ნივთებს.