2024 წლის 22 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ინტერაქციული აქტივობა თემაზე: ,,როგორ ვაქციოთ იდეა წარმატებულ ბიზნეს პროექტად’’ და EEU აუქციონი – ღია კარის დღეების შემაჯამებელი აქტივობა.
ღონისძიების პირველ ეტაპზე მოსწავლეებს სიმულაციური ბიზნეს გეგმის შედგენის პრინციპები გააცნეს EEU-ს პროფესორებმა:
ვასილ კიკუტაძემ – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი (EEU);
დავით სიხარულიძემ – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი (EEU).
შეხვედრის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს სიმულაციური ბიზნეს გეგმა და მოიპოვეს დამატებითი ბონუს ქულები აუქციონში მონაწილეობისთვის.
შეხვედრის მეორე ეტაპზე გაიმართა ღია კარის დღეების შემაჯამებელი აქტივობა, EEU აუქციონი. მოსწავლეებმა აუქციონის წესით შეიძინეს საგანმანათლებლო თუ გასართობი დანიშნულების ნივთები. „EEU აუქციონში“ მონაწილეობის ქულები კი მათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ ინტერაქციულ აქტივობებში ჩართვით დააგროვეს.
„EEU აუქციონზე“ გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ:
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები;
- JBL-ის დინამიკი;
- ყურსასმენი;
- Tbilisi Open Air 2024 ბილეთები;
- cavea ბილეთები;
- ლეპტოპის ჩანთა.
„EEU აუქციონზე“ გამარჯვებული მოსწავლეები არიან:
- ნანა გაფრინდაშვილი – 192-ე საჯარო სკოლა;
- გვანცა მანძულაშვილი – 108-ე საჯარო სკოლა;
- ნინო გაბრიჩიძე – 166-ე საჯარო სკოლა;
- გიორგი ლეჟავა – 160-ე საჯარო სკოლა;
- გიორგი ბექაური.
ღია კარის დღეები EEU-ში გრძელდება, რომლის ფარგლებშიც წინ არა ერთი სიურპრიზი და საინტერესო აქტივობა გელით, გახდი EEU-ელი!