EEU ღია კარის დღეების ფარგლებში 27 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,შეუძლია თუ არა სიყვარული ხელოვნურ ინტელექტს”.
სპიკერი: თემურ მაისურაძე – EEU-ს პროფესორი და ,,მრავალფუნქციური ლაბორატორია-ჭკვიანი აუდიტორია” ცენტრის ხელმძღვანელი, არაერთი გამოგონებისა და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “Fab -Lab”-ის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
საჯარო ლექციის თემატიკა:
- რობოტიზაციის საჭიროებები და შესაძლო საფრთხეები;
- ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების შესაძლებლობები;
- ადამიანის ჩანაცვლების სპეციფიური თავისებურებები;
- რამდენად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ჰქონდეს გრძნობები, მათ შორის – სიყვარული?!
სამიზნე აუდიტორია: მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 27 აპრილი, 13:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/9YArkDoRLnVmaMZm8