2024 წლის 27 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა EEU-ს პროფესორის, ,,მრავალფუნქციური ლაბორატორია -ჭკვიანი აუდიტორია” ცენტრის ხელმძღვანელის, თემურ მაისურაძის საჯარო ლექცია: ,,შეუძლია თუ არა სიყვარული ხელოვნურ ინტელექტს”.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო რობოტიზაციის საჭიროებები და შესაძლო საფრთხეები, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების შესაძლებლობები. თემურ მაისურაძემ ისაუბრა ადამიანის ჩანაცვლების სპეციფიური თავისებურებების შესახებ.
საჯარო ლექციის ბოლოს სკოლის მოსწავლეების დიდი ინტერაქციით გაიმართა საინტერესო დისკუსია თემაზე: შეუძლია თუ არა სიყვარული ხელოვნურ ინტელექტს?!
ღია კარის დღის მეორე ეტაპზე აუდიტორიას მიესალმა ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვასილ კიკუტაძე. მან მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების, საუნივერსიტეტო სტიპენდიებისა და სწავლის დაფინანსების მრავალფეროვანი პირობების, სტუდენტური მხარდამჭერი სერვისებისა და უპირატესობების შესახებ.
EEU-ში გრძელდება საინტერესო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი.
განრიგი იხილეთ ბმულზე.
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.